ჩვენს შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

შევჩენკოს ქ. N 5
მდივანი: 2 990304
კანცელარია: 2 990304
web.: schoolphoenixgeorgia.com
E-mail.: info@scoolphoenixgeorgia.com


  

შინაგანაწესი

    სკოლის  მიზანი - დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის        გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება.
სკოლის ამოცანები -  განუხრელად იზრუნოს პედაგოგთა ხარისხობრივ ზრდაზე. იყოს კონკურენტუნარიანი. დადგენილ ვადებში მოიპოვოს სახელმწიფო სერთიფიცირება. შექმნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის  მომზადებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.


მუხლი 1. ზოგადი დებულებები


1.1. სკოლა  დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს  ზოგადი განათლების მიღებას ე. ს. გ. შესაბამისად;
1.2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს   კანონით,  შპს წესდებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ შინაგანაწესით;     
1.3. სკოლას ჰყავს პედაგოგიური  საბჭო, რომელშიც   შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედ. საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად  სკოლის დირექციასთან ერთად  შეიმუშავებს და    ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმებს და ასრულებს შპს წესდებით განსაზღვრულ   ფუნქცია-მოვალეობებს;
1.4. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი.
1.5. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლის მარეგლამენტირებელ დოკუმენტს.


მუხლი 2. ნებადართული საქმიანობა


2.1. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის წარმართვა;
2.2. სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების გამართვა;
2.3. მოსწავლეთა საგნობრივი და სპორტული წრეების ჩამოყალიბება;
2.4. გრანტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა;
   
მუხლი 3. საშემსრულებლო საკითხები


3.1. სასწავლო პროცესის საქმიანობისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოება:
    ა) (სკოლის) წესდება;
    ბ) ბრძანების წიგნი;
    გ) სკოლის  შინაგანაწესი;
    დ) ტარიფიკაცია;
    ე) პედსაბჭოს საოქმო წიგნი;
    ვ) სასკოლო სასწავლო გეგმა პედსაბჭოს მიერ დამტკიცებული
    ზ) სასკოლო საათობრივი ბადე;
    თ) შეფასების პრინციპები;
    ი) სადამრიგებლო პროგრამა;
    კ) მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის წარმოება
    ლ)  განათლების ატესტატების აღრიცხვისა და გაცემის წიგნი;
    მ) სახელმძღვანელოების ნუსხა;
    ნ) კათედრის სხდომის ოქმები; (კათედრის შეკრება სავალდებულოა სასწავლო წლის დასაწყისში და ყოველი სემესტრის ბოლოს);
    ო) ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია; (სასკოლო სასწავლო გეგმით  დადგენილი უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ინკლუზივის საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების პროცესს.);
    პ) გაცდენილი და შეცვლილი გაკვეთილების აღრიცხვის ჟურნალი.
    ჟ) შემოსული და გასული კორესპონდენციების აღრიცხვის ჟურნალი;
    რ) ანბანური წიგნი;
     ს) მოსწავლეთა პირადი საქმეები (ნუმერაცია ანბანურ წიგნთან შესაბამისობაში) მოსწავლეთა ფოტოსურათები, დაბადების მოწმობები, მშობელთა განცხადებები, პირადობის მოწმობის ასლები;
    ტ) მასწავლებელთა თემატურ- კალენდარული გეგმები;
    უ) კურსდამთავრებულთა პირადი საქმეები (ინახება 3 წელიწადი, თუ პირადი საქმე  გატანილია, ამ შემთხვევაში უნდა იყოს მშობლის განცხადება დირექტორის  რეზოლუციით);
    ფ)  სკოლის  წლიური სამუშაო გეგმა
    ქ)  სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა
    ღ)  პედსაბჭოს, საგნობრივი კათედრების სამუშაო გეგმები
    ყ).  გაკვეთილების ცხრილი 
    შ).  მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილი
    ჩ).  ახალმიღებული მოსწავლეების შესაბამის კლასებში ჩარიცხვის ორგანიზება;
    ც).  საგნობრივი სწავლების შემოწმების ჩატარება
    ძ).  სკოლის  მიერ არჩეული სახელმძღვანელოების გაცნობა- ჩვენება; 
    წ). სტატისტიკური ანგარიშების წარმოება.


მუხლი 4. შიდასასკოლო დისციპლინა და სასწავლო - სააღმზრდელო საკითხები


4.1. სკოლში  სასწავლო-სააღმზრდელო ფუნქციები უნდა სრულდებოდეს გამართულად;
4.2. წარმოებს სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის აღრიცხვიანობა;
4.3. სკოლა განუხრელად უნდა ზრუნავდეს მაღალკვალიფიცირებული, სერთიფიცირებული კადრების მოზიდვაზე;
4.4. სკოლის  დირექცია ვალდებულია ხელი შეუწყოს საგნობრივი კათედრების საქმიანობას;
4.5. სკოლა ვალდებულია რეგულარულად ზრუნავდეს კლასგარეშე (საგნობრივი  ოლიმპიადების, კონფერენციების, სპორტული შეჯიბრებების, წარმოდგენების,  ვიქტორინების, ექსკურსიების და სხვა) ღონისძიებათა გამართვაზე;
4.6. სკოლას  უფლება აქვს მაქსიმალური საათობრივი დატვირთვის ფარგლებში შესთავაზოს  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა დამატებითი საგნების შესწავლა
4.7. სკოლას  უფლება აქვს დაიქირავოს მასწავლებელი მინიმალური კვირეული დატვირთვითაც  კი.
მუხლი 5. სამეურნეო საკითხები
5.1. სასკოლო - საკანცელარიო საქონლით სკოლის  უზრუნველყოფა;
5.2. შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და სან–ჰიგიენური პირობების დაცვა;
5.3. მატერიალური ბაზის მომზადება ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის;
5.4. ზამთრის სეზონისათვის სკოლის  მომზადება;
5.5. ხანძარსაწინააღმდეგო წინასწარი ზომების გატარება;

მუხლი 6. სამუშაოზე მიღება


6.1. სამუშაოზე მიღების დროს უპირატესობა ენიჭება სერთიფიცრებულ მასწავლებელს, შესაბამისი განათლების მქონე პირს.
6.2. დასაქმების შემთხვევაში დაქირავებულს გააცნობენ შრომის შინაგანაწესს, სასკოლო-სასწავლო გეგმებს, სანიტარიის, შრომის ჰიგიენის,  ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის საკითხებს.
6.3.. სკოლაში მოქმედებს თანამშრომლების სამსახურში მიღების წესი, რომელიც დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით.


მუხლი 7. სკოლისა და დაქირავებულთა უფლება-მოვალეობანი


7.1. სკოლას უფლება აქვს დაქირავებულს ან/და მოსწავლეს მოსთხოვოს გაიარონ სამედიცინო შემოწმება შესაბამის დაავადებებზე, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებაზე.
7.2. სკოლა ვალდებულია როგორც პედაგოგს, ასევე მოსწავლეს შეუქმნას სწავლისა და  მუშაობისათვის შესაბამისი პირობები;
7.3. სკოლა  ვალდებულია  გადაუხადოს პედაგოგს შესრულებული  შრომის ანაზღაურება;            7.4. დაქირავებულის უფლებები:
      ა) შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ყოველთვიურად მიიღოს გათვალისწინებული  საზღაური;
      ბ) ისარგებლოს კანონით დადგენილი ანაზღაურებადი შვებულებით;
      გ) უფლება აქვს სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლებისა იმ ფარგლებში,  რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;
     დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;   
7.5. დაქირავებულის ვალდებულებები:
ა)  მონაწილეობა მიიღოს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებში.
      ბ) დაქირავებული ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო;
      გ) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს შინაგანაწესით, სკოლის წესდებით და სხვა შიდა სამსახურებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი;
      დ) სასწავლო წლის ბოლოს მუშაობის ანგარიში წარუდგინოს სკოლის დირექციას;
     ე) თავისი ქმედებით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ფუნქციონირებას;
     ზ) შრომისუუნარობისა და ავადმყოფობის შემთხვევაში წინასწარ, ან იმავე დღეს შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას სამუშაოზე გამოუცხადებლობის შესახებ, შემდეგ კი  წარმოადგინოს ექიმის მიერ გაცემული ცნობა (ბიულეტენი) ან დაწეროს ახსნა-განმარტება;
     თ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, აღჭურვილობას, ინვენტარს, ხოლო მისი მიზეზით  ქონების დაზიანების, დანაკლისის ან დაკარგვის შემთხვევაში იკისროს მატერიალური  პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
     ი) დაქირავებული ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები, გაუფრთხილდეს საკუთარსა და  კოლეგის ღირსებას.


მუხლი 8. სკოლის თვითშეფასება და ატესტაცია


8.1. სასწავლო წლის მანძილზე უნდა ხორციელდებოდეს სასწავლო პროცესის შემოწმება და მისი  შესაბამისობაში მოყვანა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისათვის დადგენილ ნორმატივებთან
8.2. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
8.3. მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი პროფესიული (ხარისხი, ინიციატივა, პასუხისმგებლობა, აქტიურობა, გუნდური პრინციპის დაცვა, საკუთარი აზრის   ქონა, დროის ეფექტურად გამოყენება, უწყვეტი პროფესიული განვითარება) და პიროვნული   (კოლეგებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება, როგორც დამოუკიდებელი ასევე    ჯგუფური მუშაობის უნარი, ადაპტაციის უნარი, გამოცდილების მიღების უნარი) თვისებების  ამაღლებისათვის.


მუხლი 9.


 აღმასრულებელი დირექტორი
 
1. შეიმუშავებს სასკოლო-სასწავლო გეგმის პროექტს და წარუდგენს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს გასაცნობად;
2. კათედრის თავმჯდომარეებთან ერთად ადგენს მასწავლებელთა საათობრივი ბადის  პროექტს
3. კოორდინაციას უწევს კათედრების მუშაობას, განიხილავს და ითანხმებს სამუშაო გეგმებს;
4. შეიმუშავებს ღონისძიებათა გეგმებს;
5. შეიმუშავებს განათლების ხარისხის შეფასების პრინციპებს;
6. სასწავლო პროცესის შემოწმების მიზნით ნიშნავს შიდა სასკოლო ტესტირებებს;
7. ადგენს სწავლების ხარისხის შემოწმების  განრიგს;
8. ხელმძღვანელობს ხარისხის ამაღლებისათვის გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;
9. დისციპლინის განმტკიცების მიზნით იღებს როგორც სათანადო, ასევე წინასწარ  ზომებს;


ექიმი

1. უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
2.ხელმძღვანელობს სკოლის სამედიცინო, ჰიგიენურ-სანიტარული პროცესის დაცვას.
3.აკონტროლებს და ყოველდღიურად ატარებს რეიდებს კლასების, დერეფნების, ბუფეტის, ტუალეტის სისუფთავის შემოწმების მიზნით და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს.
4.თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის. 
 
ბიბლიოთეკარი

1.უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შშესრულებას.
2.ზრუნავს იმ სასწავლო-მეთოდურ თუ მხატვრულ ლიტერატურაზე, რომლებიც სკოლის
ბ  ბიბლიოთეკის განკარგულებაშია.
3.ეხმარება მოსწავლეებს ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად მასალის შერჩევაში.
4..აძლევს რჩევებს მოსწავლეებს, რათა ჩამოუყალიბოს წიგნისადმი სწორი მოპყრობის ჩვევები.
5..ქმნის კომპიუტერულ კატალოგს და ბიბლიოთეკაში ნერგავს მუშაობის თანამედროვე მმეთოდებს.
6.ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკის მუშაობას, პერიოდულად ანგარიშს აწვდის     დირექტორს.
7.თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო
 წლის ნორმალურად დაწყებისთვის.
8.ზრუნავს საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.
9.აწყობს  შეხვედრებს ავტორებთან, გამომცემლობებთან. ორგანიზებას უწევს სკოლის 
ღღონისძიებებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს.
     
ფსიქოლოგი 
 
1. უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული სამედიცინო კუთხით არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
2.თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის.


ხარისხის მართვის მენეჯერი

1.უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
2.ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს.
3.ახორციელებს კონტროლს მათ  მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების, სასწავლო პროცესის დისციპლინის დაცვაზე.
4.ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს.
5.აკონტროლებს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს.
6.კათედრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შეიმუშავებს მასწავლებელთა კვალიფილაციის გათვალისწინებით მათი საათობრივი დატვირთვის გეგმის პროექტს და წარუდგენს დირექტორს.
7.აჯამებს სემესტრულ და წლიურ შედეგებს.
8.ხელმძღვანელობს საკურატორო კათედრების მუშაობას.
9.თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის დაწყებისთვის.
10.ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.
11.საგნის მასწავლებელთან და ფსიქოლოგთან ერთად ხელმძღვანელობს შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. აძლევს მითითებებს მოდიფიცირებული სასწავლო Gგეგმის შესაქმნელად.
12.გამოიკვლევს პედაგოგთა პროფესიული განვითარების რეალურ მდგომარეობას.
13.დაადგენს პედაგოგთა პროფესიული საჭიროებებს და ამის შესაბამისად გეგმავს მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები. უზრუნველყოს მათი გეგმაზომიერად განხორციელება.
     

ფინანსური მენეჯერი:

1.საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა კანონის მიხედვით
2.კონტროლის განხორციელება საბუთების თავისდროულად გაფორმებასა და მათ კანონიერებაზე
3.კონტროლი სახსრების სწორად და მიზნობრივად გამოყენებაზე
4.კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით სახსრების მოძრაობის განცალკევებული აღრიცხვა.
5.პედაგოგებისა და სკოლის სხვა თანამშრომლების ხელფასების, პრემიების და გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა.
6.ხარჯთანუსხისშესრულების პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციებთან წარმოშობილი ანგარიშწორებათა თავისდროული აღრიცხვა.
7.ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული გამოვლენა და აღრიცხვაში მისი შედეგების თავისდროული გამოვლენა და აღრიცხვაში მისი ასახვა.
8.ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადებში წარდგენა;
9.ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება.
10.ბუღალტერი ადგენს სკოლის ყველა ბუღალტრულ საბუთს, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხების შესრულებასთან, ბანკის საბუთს (ჩეკებს, საგადასახადო დავალებებს, სალაროს გასვლის ორდერებს) ხელფასის საგადასახადო უწყისებს და აწერს ხელს დირექტორთან ერთად.

 

მდივან-რეფერენტი


1..თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის დაწყებისთვის.
2.ზრუნავს პედაგოგთა, დირექციისა და დამხმარე პერსონალის პირადი საქმეების მოწესრიგებაზე.
3. აკონტროლებს მოსწავლეთა პირად საქმეებში ოფიციალური დოკუმენტაციის არსებობას.
4 იბარებს და აღრიცხავს შემოსულ კორესპოდენციას.
5. გასცემს და აღრიცხავს გასულ კორესპოდენციას.
6. პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე.
7. ამზადებს ბრძანების პროექტს.

 

ისტ მენეჯერი


1 ინტერაქციული გაკვეთილების დაგეგმვის ხელშეწყობა;
2 ინფო-ტექნოლოგიების დანერგვა-განხორციელება;
3 სკოლის ვებ.გვერდის შექმნა-განახლება;
4 ინტერნეტ ჟურნალების შექმნა;
5 სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას ხელშეწყობა;

 

მუხლი 10. პედაგოგიური საბჭო და საგნობრივი კათედრები


10.1. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:
    ა) პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი  სარგებლობს   თანაბარი ხმის უფლებით;
    ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს სკოლის სასწავლო გეგმას და წარუდგენს სკოლის დირექციას დასამტკიცებლად;
    გ) განიხილავს პედაგოგების მიერ შერჩეულ, სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი  სახელმძღვანელოების ნუსხას, (შენიშვნა: სახელმძღვანელოები გრიფმინიჭებული ან/და  რეკომენდირებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ) და წარუდგენს სკოლის დირექციას დასამტკიცებლად;   
10.2. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციები:
        ა) მოამზადოს პედაგოგიური საბჭოს დღის წესრიგი;
        ბ) შეადგინოს პედსაბჭოს ოქმი;
        გ) აწარმოოს პედსაბჭოს დოკუმენტაცია;
10.3. საგნობრივი კათედრა
       ა) სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლაში  ყალიბდება შემდეგი საგნობრივი კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საზოგადოებრივი  მეცნიერებების , საბუნებისმეტყველო,  უცხო ენების, შრომისა და ესთეტიკური აღზრდის;
      გ) კათედრის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა შეზღუდულია და მოიცავს ერთ  აკადემიურ სასწავლო წელს (სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით);
     დ) კათედრა სკოლის დირექციასთან  კოორდინაციაში წარმართავს თავის საქმიანობას;
10.4. კათედრის ფუნქციები
      ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
      ბ) ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
     გ) სახელმძღვანელოების შერჩევა;
     დ) შეფასების კომპონენტების შემუშავება და აღწერა;
      ე) სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა;
     10.5. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები:
       ა) შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და საბუთების  წარმოება);
       ბ) საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილების მიწოდება დირექციისათვის (მაგ.სახელმძღვანელოს    შერჩევა);
       გ) პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (გადამზადებები, კონფერენციების მოწყობა, სტუმრების მოწვევა და სხვა);
10.6. კათედრა ვალდებულია ქონდეს სამუშაო გეგმა (გაწერილი ვადებში სემესტრების მიხედვით), რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სასწავლო ნაწილის გამგესთან
10.7. საგნობრივი კათედრები ვალდებულნი არიან შეიმუშავონ და საშემსრულებლო ვადებში გაწერონ, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პერიოდულ შემოწმება, ღია  გაკვეთილების, შიდა სასკოლო წერის, ტესტირებისა თუ კლასიდან კლასში გადასაყვანი   გამოცდების სახით;              10.8. კათედრები საათების განაწილებას ახდენენ სკოლის დირექციასთან შეთანხმებით;


მუხლი 11. კლასის დამრიგებელი


11.1. ყოველ აკადემიურ კლასს ჰყავს საკუთარი დამრიგებელი;
11.2. დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექცია;
დამრიგებლის მოვალეობები:
11.3. სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ
სადამრიგებლო საუბრები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში:
1. ზნეობრივი აღზრდა;
2. უსაფრთხოება და ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერება;
3. პიროვნული და მორალური განვითარება;
4. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
5. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა
სადამრიგებლო საუბრები შეიძლება შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც. მაგ., ექსკურსიაზე.
11.4. მოსწავლის დახმარება აკადემური თუ სხვა სახის პრობლემის გადაჭრაში.
11.5. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლის და მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ  გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
11.6. თუ მოსწავლე გაკვეთილებს აცდენს ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი;
11.7. დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებელებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. ყოველი სემესტრის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს თთოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც, დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრსით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ზნეობრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.
11.8. მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე, საკლასო  ჟურნალის წარმოებაზე.
11.9. დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა ფორმიანობაზე.
11.10. დამრიგებლის სააღმზრდლო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
 აღზრდის მთლიანობა  - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა ოყოს პიროვნების ზნეობრივი, ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ.
 ეროვნულ-პატრიოტული, ზნეობრივი, შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - მოსწავლის შინაგანი აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის ხელშეწყობა
 მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გრძნობის განვითრებას.
 თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
11.11. დამრიგებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 20  წუთით ადრე და სკოლაში იმყოფებოდეს მანამ, ვიდრე სადამრიგებლო ჯგუფს არ  დაუმთავრდება მეცადინეობა;
11.12. დამრიგებელი ვალდებულია ქონდეს ინდივიდუალური სადამრიგებლო სამუშაო გეგმა;       
11.13. დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე, სასწავლო  წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს აკადემიური    მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის დახასიათება-ანალიზი;
11.14. დამრიგებელი ვალდებულია ყოველდღიურად შეამოწმოს მოსწავლეთა გაკვეთილებზე    დასწრება, კვირის ბოლოს კი მოახდინოს გაცდენების დაჯამება და  ასახვა საკლასო ჟურნალში. ჟურნალი წარმოადგენს სავალდებულო აღრიცხვის დოკუმენტს  და დამრიგებელი პირადად არის პასუხისმგებელი მის მოვლა შენახვაზე. დამრიგებელს   კატეგორიულად ეკრძალება საკლასო ჟურნალში არასანქცირებული ჩანაწერის (ნიშნების  გადასწორება, ჩამატება, არების დაჯამებისას მონაცემების შეცვლა) გაკეთება;
11.15. დამრიგებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან ჩაატაროს  ინდივიდუალური სააღმზრდელო ღონისძიება, ვალდებულია იყოს შუამავალი, მოსწავლესა  და პედაგოგს ან მოსწავლეებს შორის წარმოშობილი პრობლემის მოგვარების საქმეში.  მოსწავლის მხრიდან დისციპლინარული გადაცდომის გამეორების შემთხვევაში, დამრიგებელი ვალდებულია მოხსენებითი ბარათი წარადგინოს სკოლის  დირექციის სახელზე;
11.16. დამრიგებელი ვალდებულია მინიმუმ თვეში ერთი დღე, ადმინისტარციასთან შეთანხმებით, გამოყოს მშობლებთან  შეხვედრებისათვის. მშობელთან ინდივიდუალური საუბრის დროს ყოვლად დაუშვებელია  და  კატეგორიულად ეკრძალება სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ საუბარი;
11.17. სასწავლო პროცესის მსვლელობისას, მოსწავლის გათავისუფლების შემთხვევაში    (შეუძლოდ ყოფნა ან სხვა რამ), დამრიგებელი ვალდებულია გაეცნოს მოსწავლის  მეცადინეობიდან დათხოვნის მიზეზს, რაც აუცილებლად უნდა იყოს ასახული მოსწავლის   მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრიგებელს უფლება არა აქვს თანხმობა მისცეს მოსწავლეს გათავისუფლებაზე. მოსწავლის განთავისუფლება ხდება სკოლის დირექციასთან შეთანხმებით.  დამრიგებელი პირადად არის      პასუხისმგებელი გათავისუფლებული მოსწავლის შემდგომ ქმედებებზე;
11.18. სადამრიგებლო კლასიდან მოსწავლის სხვა სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელი ვალდებულია მიმღები სასწავლებლისათვის მოამზადოს ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია;
11.19. დამრიგებელს კატეგორიულად ეკრძალება სადამრიგებლო კლასის უყურადღებოდ   დატოვება;
11.20. დამრიგებელს კატეგორიულად ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;
11.21. დამრიგებელს, რომელიც ჯეროვნად არ შეასრულებს მოვალეობას, ჩამოერთმევა  სადამრიგებლო კლასი


მუხლი 12. საგნის მასწავლებელი


12.1. საგნის მასწავლებელი ვალდებულია დადგენილ ვადებში გაიაროს სერტიფიცირება.
12.2  საგნის მასწავლებელი ვალდებულია დროულად შევიდეს მეცადინეობაზე, თავად  შეიტანოს გაკვეთილზე საკლასო აღრიცხვის ჟურნალი, გაკვეთილის დაწყებისთანავე    წაიკითხოს სია და აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ  საკლასო ჟურნალი გაიტანოს კლასიდან და გადააბაროს კლასში შემსვლელ მორიგი საგნის მასწავლებელს; 
12.3. საგნის მასწავლებელს კატეგორიულად ეკრძალება საკლასო ჟურნალში არასანქცირებული   ჩანაწერების (ნიშნის გადაკეთება, ჩამატება, ამოშლა) გაკეთება;
12.4. საგნის მასწავლებელი ვალდებულია ითანამშრომლოს შესაბამის კათედრასთან;
12.5. საგნის მასწავლებელი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო საგნობრივი გეგმა;
12.6. საგნის მასწავლებელი ვალდებულია ზრუნავდეს თვითგანათლებასა და ხარისხის ზრდაზე;
12.7. საგნის მასწავლებელი ვალდებულია იცავდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით  დადგენილ ვალდებულებებს, ღირებულებებს და მასწავლებლის ეთიკის ნორმებს;
12.8. საგნის მასწავლებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული   მოვალეობა, ხარისხიანად მიაწოდოს მოსწავლეს ესგ გათვალისწინებული სასწავლო მასალა,  რეგულარულად აწარმოოს მოსწავლეთა ცოდნის შეფასება
12.9. საგნის მასწავლებელი ვალდებულია სასწავლო წლის მანძილზე მინიმუმ ერთხელ მაინც   ჩაატაროს ღია გაკვეთილი, სადაც აუცილებლად მოწვეული უნდა იყვნენ მოსწავლეთა  მშობლები;
12.10. საგნის მასწავლებელი ვალდებულია განუხრელად იცავდეს მასწავლებლის პროფესიული  სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებსა და ღირებულებებს;
12.11. საგნის მასწავლებელს კატეგორიულად ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება,  გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, სკოლაში კომერციული თვალსაზრისით კერძო   გაკვეთილების ჩატარება, მშობლისაგან საჩუქრის მიღება;
სრული ვერსია<